|
2022-06-24 10:21:52, 614 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი - ხელისუფლება ნამდვილად არ არის პოლარიზაციის მომხრე
სიმართლე გითხრათ, ცოტა რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება განხორციელდეს დეპოლარიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სურვილის საფუძველზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ისეთი ხალხია აღშფოთებული და უკუსვლაზე საუბრობს, თითქოს მათ პერიოდში რომელიმე კრიტერიუმით ჩვენ წინ იყო ქვეყანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ეს კრიტერიუმი გაუარესდა. „ხელისუფლება ნამდვილად არ არის პოლარიზაციის მომხრე. თუ გუშინდელ სხდომას გავიხსენებთ, ფაქტია, რომ ეს გამოძახილი იყო იმისთვის, რომ მერე აქეთა მხრიდან ყოფილიყო კონტრშეტევა და შემდგომში ეს ტირაჟირებულად გაეგზავნათ სხვადასხვა ინსტანციასა და ლობისტებთან. რომ ყოფილიყო საუბარი - შეხედეთ, რა ტონალობით საუბრობს დღესაც საქართველოს ხელისუფლება. თუნდაც მათი მოწოდებები, რაზეც ვსაუბრობდით და არც მალავენ, რომ გადატრიალებისთვის, თუ რისთვისაც ემზადებიან, ეს რომ არ არის დეპოლარიზაციის წამალი, მგონი ყველას კარგად გვესმის. მეტიც, ისეთი ხალხია აღშფოთებული და უკუსვლაზე საუბრობს, თითქოს მათ პერიოდში რომელიმე კრიტერიუმით ჩვენ წინ ვიყავით და ჩვენი ხელისუფლების დროს ეს კრიტერიუმი გაუარესდა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)