15:46 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 00:42:38, 1038 ნახვა

პოლიტიკა
მაკრონი - ქართველების ნება მტკიცეა, ამაზე რეფორმები უნდა დაშენდეს

ქართველების ნება მტკიცეა, ამაზე რეფორმები უნდა დაშენდეს - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის, ქალბატონმა პრეზიდენტმა უკვე აღნიშნა და მას ვეთანხმები, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ ყველამ დავინახეთ, თუ რამდენად მტკიცე და აშკარაა ქართველების ნება. ეს არის ის საფუძველი, რომელზეც რეფორმები უნდა დაშენდეს." - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ბრიუსელში დაწყებული ევროკავშირის სამიტზე უკრაინამ და მოლდოვამ ოფიციალურად მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შალე მიშელმა გადაწყვეტილებას "ისტორიული მომენტი" უწოდა. ამგვარად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კიევს და კიშინოვს.
ამასთან,  ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics