15:46 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 18:15:16, 984 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ გალერი - ქართველმა ხალმა იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმაში, თუ რა ხასიათის ტექსტის შემუშავება მოუწია ევროკომისიას

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველმა ხალმა,  იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმაში, თუ რა ხასიათის ტექსტის შემუშავება მოუწია ევროკომისიას,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ოპოზიციასთან ერთად, „ევროპის სახალხო პარტია“ ეწინააღმდეგებოდა.

მისივე თქმით, უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, ევროპულ საბჭოს შეუძლია, მათი ლეგიტიმური მისწრაფებების შესრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველმა ხალმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრირებას ახდენს, იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმაში, თუ რა ხასიათის ტექსტის შემუშავება მოუწია ევროკომისიას, რომ სამართლიანად და სწორად დაესახა საქართველოს მთავრობისთვის ამოცანები.ები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის წევრი არიან. დღეს ევროპულ საბჭოს შეუძლია, მათი ლეგიტიმური მისწრაფებების შესრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას“, – წერს მაიკლ გალერი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics