|
2022-06-21 13:13:20, 1050 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე აქციაზე -სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს
გუშინ, დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, მაგრამ ბოლოს გაახმოვანეს „ბაკურიანის გეგმა“, რომელიც ქვეყნის წალეკვას ითვალისწინებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის მიზანი საქართველოს კონსტიტუციაში მმართველი პარტიის მიერ პირდაპირ არის დაფიქსირებული. " ისინი ევროკომისიის დასკვნას ეწინააღმდეგებიან და პოლარიზაციას აღვივებენ. გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა. ისინი პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა. გეგმა, რომელიც ითვალისწინებს "შულავერის კომიტეტის" გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას. ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს. ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული, საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ევროპაში ვერ შევალთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საზოგადო მოღვაწეებმა და ევროპარლამენტარებმა მიმართეს. დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას. "ექსპრესნიუსის" დათვლებით, აქციაზე მინიმუმ 120 ათასი ადამიანი, მაქსიმუმ 135 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)