10:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 15:37:45, 966 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბათუმში King Solomon Hotel Batumi გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით ბათუმში, პირველი კოშერული სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო King Solomon Batumi 74 ნომრისგან შედგება. ის განთავსებულია  4,940 კვ.მ- ზე და მოიცავს ქაშერ რესტორანს, რომელიც ერთ ერთი უნიკალურია რეგინოში, საერთო ლაუნჯს, ბარს და კერძო პარკინგს.

„მოხარული ვართ რომ ბათუმში, პირველი კოშერული სასტუმროს გახსნაში პარტნიორად ისეთი ფინანსური ინსტიტუტი გვიდგას, როგორიც „საქართველოს ბანკია“. ტურიზმის განვითარების კუთხით ბანკის მხრიდან ბევრი პროექტი ხორციელდება, რაც გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, განვვითარდეთ და არ გავჩერდეთ. უკვე გვაქვს სამომავლო გეგმები, რომელიც  მოიცავს არსებულ სასტუმროში სპა-აუზის დამატებას და ჩვენი სტუმრებისთვის მოგზაურობის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენლმა მალვინა თურაძემ.

„საქართველოს ბანკისთვის“ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის მხარდაჭერა უცვლელ პრიორიტეტად რჩება. პანდემიის შემდეგ ეს სფერო უკვე საკმაოდ გააქტიურებულია, გაზრდილია ტურისტების შემოდინების ნაკადიც და დარწმუნებულები ვართ, რომ King Solomon Hotel Batumi არაერთ სტუმარს უმასპინძლებს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნით მრავალ ტურისტს მოიზიდავს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სექტორის გამოცოცხლებაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ახლადგახსნილ სასტუმროს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა ნათია ღლონტმა, „საქართველოს ბანკის“ აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics