10:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 14:56:32, 687 ნახვა

საზოგადოება
ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო

ისნის რაიონში, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და განახლება დაიწყო. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს, ასევე, ავლაბრისა და ერევნის სკვერებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. 

„დავიწყეთ ავლაბრის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. გადასული ვართ გამზირის მეორე მონაკვეთზე, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად იცვლება. ჩვენ დაანონსებული გვქონდა ავლაბრის მოედნის სრული განახლება-რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოები უკვე დაიწყო. პარალელურად, ერევნისა და ავლაბრის სკვერების რეაბილიტაცია განხორციელდება, ტერიტორია გამწვანდება და დაირგვება ხე-მცენარეები. ავლაბრის მოედანს მთლიანად ექნება სახე შეცვლილი. ძალიან მალე დავიწყებთ მეტროსადგურის განახლება-რეაბილიტაციას, სადაც შენარჩუნდება მწვანე კედელი, რომელიც ძალიან ლამაზი იქნება. ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება, მოედანი ფართოვდება და საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა იქნება წარმოდგენილი. მოქალაქეებს გადაადგილებისთვის ძალიან დიდი სივრცე ექნებათ. ვფიქრობთ, რომ სამუშაოები ნოემბრისთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება. მოეწყობა საფეხმავლო სივრცე და გზაგამყოფი კუნძულები, რაც  ბუნებრივი ქვის მასალებით მოპირკეთდება. ასევე, მოედანზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები, მიწისქვეშა ურნები, განთავსდება სკამები, დაითესება ბალახი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

აღნიშნული სამუშაოების შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ სრული რეაბილიტაცია იქნება. იგეგმება, როგორც შიდა სადგურის, ასევე, გარე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები. 

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics