|
2022-06-14 23:55:54, 1053 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: 16 ივნისის აქციის მიზანია შემოიტანოს დაბნეულობა
16 ივნისის აქციის მიზანია შემოიტანოს დაბნეულობა და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი - ამის შესახებ გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. "16-ში აქციის დაანონსება როდესაც უკვე დაანონსებული იყო აქცია 20 ივნისს, მათ შორის იმის გათვალისწინებით რომ 20 ივნისი არის თარიღი რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას, იყო არასწორი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანოს მოსახელობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი. მიუხედავად ამისა, ვისაც სურვილი ექნება, ცხადია შეუძლია მივიდეს 16 ივნისის აქციაზე მაგრამ მთავარი ერთიანობის გზავნილი ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა მიიღონ 20 ივნისის აქციიდან. ამიტომ ყველანი რუსთაველზე, 20-ში! " - დაწერა ჯაფარიძემ თავის "ფეისბუქის" გვერდზე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ 16 ივნიის შეკრებაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის ტრიბუნა არ იქნება და ყველა მივა, როგორც რიგითი მოქალაქე. მან ევროკავშირის ელჩი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ოპოზიციია და მთავრობა მიიწვია. "ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს განცხადებულ ან რეალურ მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და დაპირისპირება". მანვე აღნიშნა, რომ თუ აქცია მაინც გაიმართება, დემონსტრაციის უფლება უნდა იყოს დაცული და გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ყველა ექსცესი მისი პასუხისმგებლობაა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)