|
2022-06-14 16:20:40, 1108 ნახვა
საზოგადოება
Tbilisi Newcomer 2022 ცნობილია
Tbilisi Newcomer 2022 მემე ჟორდანია გახდა. მემე ბენდთნ ერთად Tbilisi Open Air-ზე ფესტივალის პირველ დღეს, 24 ივნისს დაუკრავს. Tbilisi Open Air-ის Singer Stage-ზე დაუკრავს Newcomers-ის 2 ფინალისტი - 'პელარგონია' და 'პროცესი'. Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბენდებისა და მუსიკოსების აღმოჩენას. ეხმარება ახალბედა ბენდებს იმიჯის შექმნასა და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში, ხოლო გამოცდილ მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, პუბლიკას წარმოუდგინონ თავიანთი ახალი ნამუშევრები. „თიბისი“ დგას ახალი თაობის გვერდით და აქტიურად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის ხორციელდება. ის ახალი თაობისთვის შექმნილი მრავალი პროექტის მხარდამჭერი და იდეის ავტორია. თიბისისთვის მნიშვნელოვანია კულტურის განვითარება და წინსვლა. სწორედ ამიტომ, თიბისი კვლავ, Tbilisi Open Air 2022-ის მთავარი პარტნიორია. 2022 წელს Newcomers-ის ფინალისტებიდან რჩეული პროექტები გამოავლინა ROKVA Festival-მაც - 'პროცესი' ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს, Ly Sas - ღამის სცენაზე. Tbilisi Open Air-ისა და ROKVA-ს თანამშრომლობის მიზანია, რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას გავაცნოთ პერსპექტიული მუსიკოსები და დავეხმაროთ პროექტებს თავის დამკვიდრებაში. ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას Tbilisi Newcomers 2009 წლიდან ემსახურება. დაჯილდოება ფესტივალის ორგანიზატორებმა 13 წლის წინ შექმნეს. Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ LOUDspeakers, 4D Monster Lobsters, Lua, Bedford Falls, Mellow, Greenbeam & Leon... Tbilisi Open Air 24, 25-26 ივნისს, უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)