12:52 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 17:03:38, 1106 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობის პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობის პროცესს გაეცნო. 

"დღეს კიდევ ერთხელ გავეცანით მაკდონალდსის მიმდებარედ ახალი სკვერის მშენებლობის პროცესს და როგორც მოსახლეობას დავპირდით, ძალიან მალე აქ მაცხოვრებელ 1000-მდე ოჯახს გაუჩნდება ახალი საზოგადოებრივი რეკრეაციული სივრცე. 
იცით, რომ მოსახლეობის თხოვნა, რომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არ განხორციელებულიყო ინტენსიური მშენებლობა, სრულად არის აღსრულებული. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კოეფიციენტი გაუქმებულია, პროექტის ნებართვა შეთანხმებული არ არის, შესაბამისად, ძალიან მალე იურიდიული პროცედურები დასრულდება და ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვანთ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო კომპანია ,,იალჩინს"  მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე, იმის გამო, რომ კომპანიას დარღვეული ჰქონდა აჭარის მთავრობასთან გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებები, უარი ეთქვა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო. 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, გარეგანათების სისტემა, ბორდიურები და დეკორატიული ღობე, დაიგება გრანიტის საფარი და მწვანე კორდი, აშენდება შადრევანი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, დაიდგმება დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, რისთვისაც 1 888 887 ლარი დაიხარჯება.
წელს ბათუმში 10 ახალი სკვერი მოეწყობა. გასულ წელს ბათუმის მერიამ ქალაქში 14 ახალი სკვერის მშენებლობა განახორციელა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics