09:07 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-12 18:52:51, 1646 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკის გამბედაობისთვის ბორის ნემცოვის სახელობის პრემია გადასცეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  გამორჩეული გამბედაობისთვის  ბორის ნემცოვის პრემიის წლევანდელი ლაურეატი გახდა.ამის შესახებ ბორის ნემცოვის ფონდი თავისუფლებისთვის იტყობინება.

საომარ ვითარებაში ფონდმა ჯილდოზე უკრაინელი წარმომადგენლების წარდგენა გადაწყვიტა. კანდიდატებს შორის იყვნენ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, Okean Elzy ბენდის ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი, საბრძოლო მოხალისე მედიკოსთა დანაყოფის დამფუძნებელი იულია პაიევსკა (ტაირა), პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი და სხვები.

"ჩვენ არ ვაძლევთ ჯილდოს წარსულისთვის ან მომავლისთვის. ჩვენ ვაძლევთ ჯილდოს იმისთვის, რაც ადამიანმა გააკეთა აქ და ახლა ამ წელს. და აქ და ახლა ვოლოდიმირ ზელენსკი დარჩა კიევში და გადაწყვიტა დაეცვა სამშობლო თავის ხალხთან ერთად. მან გამოიჩინა გამბედაობა“, - განაცხადა ფონდისა და ამ ჯილდოს დამფუძნებელმა, ბორის ნემცოვის ქალიშვილმა ჟანა ნემცოვმა.

ბორის ნემცოვი რუსი ოპოზიციონერი იყო. ნემცოვი მოსკოვში, კრემლთან ახლოს, 2015 წელს უცნობმა პირებმა მოკლეს. 2016 წლიდან ფონდი ნემცოვის პრემიას ანიჭებს ადამიანებს, რომლებიც „განსაკუთრებით ერთგული არიან გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ეხმარებიან მათ, ვინც განიცდის პოლიტიკურ, რასობრივ ან რელიგიურ დევნას“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics