06:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 11:29:04, 1460 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის საელჩო აშშ-ში: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისათვის საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს

ბაიდენის  ადმინისტრაცია უკრაინისათვის შორი მოქმედების საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს ,- შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში საელჩო ამტკიცებს, რომ  კონფლიქტის ესკალაციის რისკი არსებობს.

"[ბაიდენის] ადმინისტრაცია ავლენს უპასუხისმგებლობას უკრაინისათვის შორი მოქმედების საარტილერიო სისტემების გადაცემით. მთავარი რისკი არის კონფლიქტის ესკალაცია, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ ამ სისტემებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. ეს სავსეა არაპროგნოზირებადი შედეგებით. გარდა ამისა, ვაშინგტონი უგულებელყოფს რადიკალურ ნაციონალისტებს, ტერორისტებს და ბანდიტურ ფორმირებებს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. არსებობს თანამედროვე მაღალი სიზუსტის იარაღის ხელში ჩაგდების აშკარა საფრთხე"- ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics