|
2022-06-07 15:54:25, 813 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Routes Asia 2022-ში მონაწილეობს
6-8 ივნისს ვიეტნამის ქალაქ დანანგში საავიაციო ფორუმი Routes Asia 2022 იმართება. ივნისში მონაწილეობას 800 დელეგატი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველო ფორუმში პირველად მონაწილეობს და ქვეყანას აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ფორუმში მონაწილეობის მიზანია საქართველოს ავიაბაზრით აზიური ავიაკომპანიები დაინტერესდნენ. ,,საავიაციო ფორუმ Routes Asia-ზე ჩვენ პირველად ვართ წარმოდგენილები. ეს არის ჩვენი პირველი პირისპირ კონტაქტი აზიის ავიაბაზართან. ვმართავთ პრეზენტაციებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. ახლა შესაძლებლობა გვაქვს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აზიური ბაზრის ათვისებას, როგორც შემომსვლელ ისე გამსვლელ ტურიზმს. ფორუმის ფარგლებში ვხვდებით 10-ამდე უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიას და პარტნიორ აეროპორტებს, რომლებიც გვსურს დავაინტერესოთ საქართველოს ავიაბაზრით,“ - განაცხადა თამარ არჩუაძემ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, აზიის საავიაციო ბაზარზე მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. სამდღიან ფორუმზე მონაწილეები პირისპირ შეხვედრებს მართავენ ავიაციისა და ტურიზმის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. რათა შეჯერდეს აზიისა და წყნარი ოკეანის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)