15:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 14:12:02, 842 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სტატისტიკის წარმოების კუთხით არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის სამსახურს წლების განმავლობაში საქართველოში სტატისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის, რაც საერთაშორისო ექსპერტთა მიერ სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაში გამოიხატება.

შეხვედრაზე, მინისტრის პირველმა მოადგილემ მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილ საკადასტრო მონაცემების შექმნას, მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის წახალისებასა და ამ გზით, უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საუბარი შეეხო საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ყველა მცირე მეწარმის აღრიცხვის საკითხს, რაც შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს, ფლობდეს სტატისტიკურ ინფორმაციას სამიზნე ჯგუფების სწორი შერჩევისათვის და მათთვის სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის საჭიროებისამებრ დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

როგორც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის სამსახურის ექსპერტმა, სარაჰ ჰოფმანმა აღნიშნა, USDA კვლავ გააგრძელებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის კვარტალური კვლევების შედგენაში დახმარებას. აღნიშნული კვლევები ეროვნული და რეგიონული მონაცემების წარმოების საფუძველს იძლევა.

შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები დეივიდ ლუკენბახი, შოშანა გრიფიტი და ვიტო ვაგნერი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics