17:31 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 15:38:05, 1212 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და „თსუ-ს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის  ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს   უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობის “ წიგნად გამოცემას.

„საიუბილეო გამოცემას თან დაერთვება უნიკალური ფოტოები, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო ოკრიბაშვილმა.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ   უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე, საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი თარხუჯ  ჯავახიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე.

უნივერსიტეტის სტუდენტური  თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ხოვლეს საჯარო სკოლას  საჩუქრად ფერადი პრინტერი და წიგნები გადასცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics