14:28 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 16:22:33, 1245 ნახვა

რეგიონი
ტურსააგენტოები ლიეტუვადან და ესტონეთიდან აჭარაში მოგზაურობენ

ლატვიის შემდეგ ტურსააგენტოები აჭარას ესტონეთიდან და ლიეტუვადან სტუმრობენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მსხვილი სააგენტოების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და სერვისებს. ინფოტური ადგილობრივ სააგენტოებთან საქმიანი შეხვედრებით დაიწყო, სადაც ურთიერთთანამშრომლობისა და ქვეყნებს შორის ტურისტების გაცვლის საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბათუმისა და ქობულეთის სასტუმრო ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ესტონელი და ლიეტუველი სტუმრები პეტრას ციხეს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, ქედის ტურისტულ პროდუქტებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნობიან. ინფოტურის მონაწილეები რეგიონში 5 ივნისამდე დარჩებიან.

„ბალტისპირეთიდან აჭარას სტუმრობდა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებიც, რომლებიც რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას ბალტიისპირეთიდან აქტიურად გააგრძელებს, რათა მეტ პოტენციურ ტურისტს მიაწოდოს ინფორმაცია ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების შესახებ. წელს პირველად ფრენები ბათუმში დაიწყო ლატვიის დედაქალაქიდან. გარდა რიგისა, ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ისევ შესრულდება ტალინიდან და ლიეტუვადან, რაც ბალტისპირეთიდან რეგიონში ტურისტების შემოდინებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics