06:15 - 25 Jul, 2026
|
2022-06-02 12:29:20, 1072 ნახვა
პოლიტიკა
მაკალისტერი - მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებით, ევროპის კომიტეტი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კომისიაზე განიხილავს. როგორც მაკალისტერი Twitter-ზე წერს, ეს გადაწყვეტილება იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი, ვინაიდან მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას. "ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს თავის შეფასებას #მოლდოვას, #უკრაინისა და #საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროპის კომისიაზე. „ევროპის სახალხო პარტიას" მიაჩნია, რომ ამ მომენტში, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია",- წერს ევროპარლამენტარი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)