17:37 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 17:09:37, 1447 ნახვა

საზოგადოება
მევახშეების ქმედების გამო 2100 ბავშვი რჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე

კერძო მევახშეებისგან  დაზარალებული ასობით ბავშვი გამოსახლების და  საკუთრების დაკარგვის საფრთხის  წინაშე დგას. იპოთეკითა და კერძო მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციამ და უფლებამდაცველმა მამისა ჯაფარაშვილმა დღეს აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი გამართეს.

ასოციაციის დამფუძნებლის გიგა წულეისკირის განცხადებით  მიმდინარე პერიოდში 2100 გამოსახლების პროცესია ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს,  რომ მინიმუმ 2100 ბავშვი რჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე.

„ჩვენ  დიდი ხანია, აქტიურად  ვმუშაობთ დაზარალებული, მოწყვლადი ჯგუფების პრობლემის ადვოკატირებაზე და ვუწევთ იურდიულ მომსახურებას სრულიად უფასოდ. შეიძლება ითქვას რომ ასოციაციაში არ წყდება მევახშეებისგან დაზარალებული მოქალაქეების რიგი.  იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით ამ დროისთვის 2100 გამოსახლების პროცესია ჩანიშნული.  გამოსახლების პროცესი პანდემიურ პერიოდშ შეჩერებული იყო. დღეს ბავშვთა უფლებების დაცვის დღეა - სულ მცირე 2100 ბავშვი დღეს ღია ცის ქვეშ უკანასკნელი საცხოვრისის გარეშე რჩება. არადა  სათანადო პირობებში ცხოვრების უფლება კანონით არის დაცული“- განაცხადა გიგა წულეისკირმა.

უფლებამდაცველის მამისა ჯაფარაშვილის განცხადებით ხშირია შემთხვევები,  როდესაც კერძო ბანკების წარმომადგენლები  მოქალაქეებს  ეცნობიან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის სახით,  აშინებენ გამოსახლებით და თაღლითურად აჩქარებენ გამოსახლების პროცესს.

უფლემაცველებები სახლემწიფოს მოუწოდებენ  შეჩერონ აღსრულების პროცესი და არ  დატოვონ მოქალაქეები საცხოვრებელი ფართების გარეშე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics