07:30 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 10:26:50, 1085 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერი - უკრაინამ უნდა მიიღოს პირობები კანდიდატობისთვის, ვფიქრობ, მოლდოვა და საქართველო ჯერ არ არიან მზად

მოლდოვისა და საქართველოს საკითხიც განიხილება, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ჯერ არ არიან მზად, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც კალასმა ევროკავშირის სამიტის ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამჟამად განიხილება ამ სტატუსის მინიჭება პირველ რიგში უკრაინისთვის.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ივნისის სამიტისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას. და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უკრაინამ მიიღოს მკაფიო პირობები - როგორ მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, მოლდოვისა და საქართველოს საკითხიც განიხილება, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ჯერ არ არიან მზად. ცხადია, ჩვენ ყველას თანაბრად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ამ სახით არ უჭერს მათ მხარს.“ - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო, რომელმაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარედგინა, პასუხს ივნისის ბოლოს ელოდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics