|
2022-05-26 13:41:01, 1154 ნახვა
საზოგადოება
თამარ იოსელიანი: ქვეყნის დამოუკიდებლობა თითოეული მოქალაქის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველას გილოცავთ ამ დიდ, ეროვნულ დღესასწაულს
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გილოცავთ 26 მაისს - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს! დამოუკიდებლობა მართლაც რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაქვს აღებული", -აღნიშნა თამარ იოსელიანმა. დამოუკიდებლობის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საქართველოს საზღვაო აკადემია საკუთარი სტენდით და პავილიონით არიან წარმოდგენილები, მათ შორისაა აფრიანი გემი, ბათუმისა და ფოთის შუქურის მაკეტები. აღნიშნულ სივრცეში ბავშვებს საშუალება აქვთ, შეისწავლონ სხვადასხვა საზღვაო აქტივობა, მაგალითად, საზღვაო კვანძების გაკეთება. აქვე მოწყობილია საგამოფენო სივრცე საზღვაო თემატიკის დეკორაციებით, სადაც ვიზიტორებს ფოტოს გადაღების საშუალება აქვთ, მათთვის დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდიც დაუკრავს. „ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, დავუბრუნდეთ ევროპის დიდ ოჯახს და დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი. საქართველოს საზღვაო აკადემია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შევეცადეთ, რომ აქ ის მუხტი მოგვეტანა, რაც ზღვას მოაქვს. შევეცდებით, რომ ეს დღე გაგილამაზოთ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში. მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, „საქრუსენერგოს," ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სივრცეები და პავილიონები.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)