10:41 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 18:56:35, 1393 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილება განახორციელა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს ბრიფინზე განაცხადა. მისი თქმით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ზაზა შავაძე დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილი მინისტრი კი მუშაობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე თქმით, მან არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ის არის ძალიან გამოცდილი მენეჯერი და ეკონომისტი

„მინდა გაგაცნოთ აჭარაში მოქმედი მთავრობის შემადგენლობაში საკადრო გადაადგილების თაობაზე. ბატონი ზაზა შავაძე დაინიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად. ბატონი ზაზა, ამ აქამდე ხელმძღვანელობდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს. მან არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ის არის ძალიან გამოცდილი მენეჯერი, ეკონომისტი და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი სურმანიძეს თავისი სამსახურისთვის. გიორგი რჩება გუნდში და ის საქმიანობას გააგრძელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics