22:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 14:16:29, 1089 ნახვა

საზოგადოება
ექსპოზიცია - „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ ხვალ გაიხსნება

კლუბ KHIDI-ში  ექსპოზიცია -  “ბუჩამდე იყო აფხაზეთის” მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება.

ექსპოზიციის დათვალიერების შესაძლებლობა ვიზიტორებს ხვალიდან ექნებათ. ექსპოზიცია გაიხსნება 24 მაისს, 21:00 საათიდან და 26 მაისის 18:00 საათამდე იქნება. ექსპოზიციის ვიზიტორები მოისმენენ რეალურ ისტორიებს 92-93 წლებში აფხაზეთში რუსული აგრესიისა და სისასტიკის შესახებ, იხილავენ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობ რეალურ ფოტო და ვიდეო მასალას.

ექსპოციზიის ორგანიზატორები არიან : ევროპული საქართველო , თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და აფხაზთა კრება.

“ჩვენი ექსპოზიციისთვის სახელწოდებით “ბუჩამდე იყო აფხაზეთი დასასრულს უახლოვდება. ჩვენი ვალია გვახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, რა მძიმე პერიოდი გვაქვს გამოვლილი რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად. აქ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ვიზუალური თუ აუდიო საშუალებებით ის ისტორიები თუ რა გამოვიარეთ ჩვენ აფხაზეთში. ძალიან მსგავსი გამოცდილებები გვაქვს ჩვენც იმისა, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს როგოროც არასდროს ვიყოთ ძლიერები და ამავდროულად გვყავდეს ძლიერი მეგობრები რომ იგივე საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ და რუსეთის ხახაში არ ჩავვარდეთ დღესაც.”- განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics