17:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 15:10:04, 1669 ნახვა

ომი უკრაინაში
აზოვის პოლკის მეთაური - აზოვსტალში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები რჩება, მათი პატივით დაკრძალვა დაუყოვნებლივ არის საჭირო

აზოვის პოლკის მეთაური, ლეიტენანტი დენის პროკოპენკო ახალ მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანაში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები რჩება და მათი პატივით დაკრძალვა დაუყოვბებლივ არის საჭირო.

მეთაური ამბობს, რომ აზოვსტალში დარჩენილ სამხედროებს თავიანთი  სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება აქვთ მიღებული.

" ჩვენი  პრიორიტეტები იყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, მძიმედ დაჭრილთათვის დახმარების გაწევა. ეს ელემენტები დასრულებულია, რჩება ქარხანაში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების პატივით დაკრძალვა,"- აცხადებს პროკოპენკო.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მარიუპოლში სავარაუდოდ აზოვსტალის 1700-მდე დამცველი რუსულ ჯარებს ჩაბარდა.  ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსეთი დათანხმდა აზოვსტალის დამცველების ევაკუაციას, რათა რაც შეიძლება მალე გამოეცხადებინა სრული კონტროლი მარიუპოლზე.უკრაინულმა მხარემ დაადასტურა აზოვსტალიდან 260 მებრძოლის გასვლა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. თუმცა პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არსებობს, კიევი ამას იმით ხსნის, რომ მტერთან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება და მონაცემების გამჟღავნება მარიუპოლის დამცველებს  შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics