17:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 11:01:22, 1422 ნახვა

ომი უკრაინაში
G7 უკრაინას გადასახადების დასაფარად 18,4 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

G7 ქვეყნების ფინანსური ლიდერები  უკრაინის გადასახადების დაფარვის მიზნით 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმდნენ.

ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გვერდში დაუდგნენ კიევს რუსეთთან ომის განმავლობაში და მეტი გააკეთონ საჭიროების შემთხვევაში.

„2022 წელს ჩვენ მოვახდინეთ 18,4 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო მხარდაჭერის მობილიზება, მათ შორის 9,2 მილიარდი დოლარის შეადგენს უკრაინის ბოლო ფინანსურ ვალდებულებებს ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდში დგომას მთელი ომის განმავლობაში და მის ფარგლებს გარეთ და მზად ვართ გავაკეთოთ მეტი, საჭიროებისამებრ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს, ხოლო იაპონიამ პირობა დადო, რომ გააორმაგებს დახმარებას 600 მილიონ დოლარამდე, რათა დაეხმაროს უკრაინას ახლოვადიანი საჭიროებების დაფარვაში.

უკრაინის შეფასებით, მას თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი სჭირდება საჯარო დასაქმებულთა ხელფასების გასაცემად და ადმინისტრაციის მუშაობისთვის. შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები - G7 ფორმატში მოლაპარაკებებს მართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics