16:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 22:52:50, 1712 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთის ფედერაციასთან დათმობაზე წასვლა მინსკ-3-ს ნიშნავს

ბატონი მაკრონისა და სხვა ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან უცნაური განცხადებებია. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციასთან დათმობაზე წასვლა მინსკ-3-ს ნიშნავს.

„ზოგადად, ცოტა უცნაურია არა მხოლოდ ბატონი მაკრონის, არამედ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების ზოგიერთი ადამიანის ეს განცხადებები... გასაგებია, რომ უკრაინული საზოგადოება მსგავს მოთხოვნებს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს. მეორეც, რაიმე დათმობა რუსეთის ფედერაციისთვის ნიშნავს მინსკ-3 და, შესაბამისად, გადადებულ ომს. ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ ეს უნდა გაიგოს, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. და ჩვენ შეგნებულად არ დავთანხმდებით ამას რაიმე ფორმით", - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics