|
2022-05-17 11:03:06, 1156 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - რომ დაინახეს, რეალური იყო, დაეკარგათ კონტროლი “რუსთავი 2-ზე”, დაიწყეს მისი გაკოტრება
,,რუსთავი 2’’-ის თემა წინააღმდეგობებით არის სავსე და ყველას თავისი პოლიტიკური გადმოსახედი აქვს, მაგრამ ნეიტრალური და ობიექტური ხედვაც უნდა გამოვიმუშაოთ. თუ, საქმეს პოლიტიკურ იარლიყებს მოვაშორებთ და საქმის შინაარს გავყვებით, ეს უფრო მეტად დაგვანახებს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მე არ ვამბობ, რომ უნდა განვიხილოთ ყველა ნიუანსი. ყველა ნიუანსი არც მე ვიცი, არც თქვენ და არცერთმა რესპოდენტმა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები,’’ -განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია ,,ჯორჯიან თაიმსის’’ ეთერში. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’ 2015 წლიდან იყო მიტაცებული და მისი კანონიერი მფლობელ ქიბარ ხალვაშს დავა ჰქონდა საკუთარი წილების დასაბრუნებლად. ,,რუსთავი 2’’ რეიდული ტიპით წართმეული იქნა მისი მფლობელისთვის. 2015 წელს ქიბარ ხალვაშმა დაიწყო დავა ტელეკომპანიის წილების დაბრუნებაზე. რამდენიმე წელი მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. ეს, კიდევ ერთხელ, მანიშნებელია იმის, რომ სასამართლო პროცესები არ მიმდინარეობს ტელეფონის ზარის ქვეშ. სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება არის სწორი და კანონიერი. შესაბამისად, ეს თემა, უნდა დახურულიყო. ჩვენ გვახსოვს განცხადებები, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დევნა, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დახურვა. რომ ეს უნდა გახდეს ალამუტის ციხე. ახლა აზოვსტალია, მაშინ ალამუტი იყო. მოკლედ, იგივე რიტორიკა გვესმის, რა რიტორიკაც გვესმოდა,’’ - განაცხადა ქადაგიშვილმა. ასევე, ქადაგიშვილმა ისაუბრა იმ სქემის შესახებ, რა სქემითაც მაშინდელი ,,რუსთავი 2’’-ის ხელმძღვანელობა მოქმედებდა. ,,მიტაცების შემდეგ, რომ დაინახეს, შესაძლებელი იყო რეალურად დაეკარგათ კონტროლი რუსთავი 2 ზე, რადგან რეალური იყო მიტაცება, დაიწყეს კომპანიის გაკოტრება. ანუ, იქიდან თანხის გადმოსროლა, მათ მიერვე დაფუძნებულ კომპანიაში, სადაც 7 მლ ლარამდე თანხა არის გადარიცხული და კიდევ, მანქანაზე, რომელიც 300 ათასი ლარი ღირს. ტელეკომპანია, რომელიც სასამართლო დავის დაწყებამდე იყო მომგებიანი, გახდა გაკოტრებული კომპანია,’’ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)