|
2022-05-16 16:44:52, 1225 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ნიკა გვარამიას დაკავება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეს ყველაფერი არ შეუშლის ხელს,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ნინო წილოსანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებას მისი თქმით, მოსალოდნელი არ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი „მთავარი არხის“ დამფუძნებელს შეიწყალებს, რადგან გვარამია „დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა“ მის წინააღმდეგ. "არაერთი ისეთი საქმე ვიცით, მათ შორის, ევროკავშირის თუ დასავლური ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკასთან ან მედიასთან დაკავშირებული პირები იხდიან სასჯელს, ამიტომ ერთი მეორეს არ უკავშირდება და როდესაც ეს ყველაფერი დაკარგავს, ანუ, თქვენგან მინიჭებულ რაღაც განსაკუთრებულ წონას პოლიტიკასთან ბმის თემაზე, კიდევ უფრო ნათლად გახდება ცნობილი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეს ყველაფერი არ შეუშლის ხელს. რიგ შემთხვევაში პრეზიდენტი, შესაძლოა გარკვეულ მოულოდნელ მაბიჯებს აკეთებს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა არ მოველით, რომ ის ადამიანს, რომელიც პირადად პრეზიდენტის ინსტიტუციის და მის წინააღმდეგ ყველაზე დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა, ამ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილება რამენაირად შეიძლება იყოს მისი დამხმარე" შეგახსენებთ,რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დღეს გამოაცხადა.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)