13:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 12:32:19, 1355 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ფინანსთა მინისტრი - ქვეყანა იძულებულია რუსეთთან ომში 8,3 მილიარდი დოლარი დახარჯოს

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში,დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის ბიუჯეტიდან 8,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის განვითარებისთვის გამიზნული თანხები იარაღის შესაძენად და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად გამოიყენეს.

" რუსეთთან ომში ამ დრომდე  8,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს თანხების ნაწილი გრანტების სახით გამოსცენ, რათა შევამციროთ ჩვენი ვალის ტვირთი, რომელიც საომარი მდგომარეობის გამო, უკვე იზრდება, “- განაცხადა მარჩენკომ.

 როგორც ცნობილია, უკრაინის მთავრობამ აპრილში  საგადასახადო შემოსავლების მხოლოდ 60% შეაგროვა - დეფიციტი,უცხოური პარტნიორების გრანტებით შეივსო.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics