20:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 18:02:38, 766 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოქალაქეების შესვლას მხარი დაუჭირა

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მხარი დაუჭირა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩეხეთის რესპუბლიკის 103 მოქალაქის შესვლას. ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა Twitter-ზე დაწერა.

მან დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასა ხელი პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ უნდა მოაწეროს.

"მილოშ ზემანმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას დააკმაყოფილოს 103 მოქალაქის განცხადება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შესვლის თაობაზე,"- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

მარტის დასაწყისში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 600-ზე მეტი ჩეხი მოხალისედ შეუერთდა უკრაინის საერთაშორისო ლეგიონს.ჩეხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კანონით  არ დაესაჯა მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად მიდიან რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics