15:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 17:22:42, 1381 ნახვა

ეკონომიკა
14-15 მაისს, „თიბისი კონცეპტი“ და They Said Books წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას გამართავს

14-15 მაისს, „თიბისი კონცეპტი“ და They Said Books წარმოგიდგენთ რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას, სადაც ძველი და იშვიათი წიგნების მრავალფეროვანი სელექცია დაგხვდებათ. „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებზე ვრცელდება 10%-იანი ქეშბექი. 

• მისამართი: They Said Books, გ. ახვლედიანის 10

• დრო: 13:00 – 22:00

ასევე, They Said Books-თან პარტნიორობის ფარგლებში, 13 მაისს, 18:00 საათზე, „თიბისი კონცეპტის“ სივრცე უმასპინძლებს შეხვედრას, რომლის მოდერატორიც იქნება ნინო დარასელი.

შეხვედრაზე მომხსენებლები მიმოიხილავენ: პოეზიას, პროზასა და მუსიკას. შეეხებიან ისეთ დიდ ავტორებსა და მუსიკოსებს , როგორებიც    ჟან ჟენე, ჰენრი მილერი, სილვია პლათი, კურტ კობეინი და ჯიმ მორისონი იყვნენ.

შეხვედრას სამი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სპიკერი ეყოლება:

* დიანა ანფიმიადი- მწერალი , პოეტი და ფილოლოგია, 2009 წელს მისმა კრებულმა „ შოკოლადი“ ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, ნომინაციაში - წლის საუკეთესო დებიუტი.

*რეზი ხუნწელია- მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და როგორც კონსერვატორიის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.

*მაკა კასრაძე- რადიო წამყვანი და გამომცემლობა „ზებრა“-ს ხელმძღვანელია.

შეხვედრა გაიმართება „თიბისი კონცეპტის“ ბიბლიოთეკაში, მარჯანიშვილის 7-ში.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: conceptevents.geღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Book-club

 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics