|
2022-05-11 11:27:09, 1232 ნახვა
პოლიტიკა
DRI - როდესაც საქმე უკრაინის დისკრედიტაციას ეხება, კრემლისტური კამპანია „ალტ-ინფო“ ხელისუფლების მსგავს განცხადებებს აკეთებს
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ულტრა-მემარჯვენე ღიად პრორუსული პოლიტიკური აქტორებისა და მედია საშუალებების დისკურსზე დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის დაკვირვებით, პრორუსული და ულტრამემარჯვენე განწყობებით ცნობილი მედია პლატფორმები და პოლიტიკური აქტორები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება უკრაინის ხელისუფლების პროვოცირებულია, დასავლური ძალების წაქეზებით. "კრემლისტური სადეზინფორმაციო კამპანიის მთავარი პლატფორმა საქართველოში „ალტ-ინფოა“, რომელიც საგანგებო ეთერით აშუქებს უკრაინაში მიმდინარე ომს. საანგარიშო პერიოდში ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა „ქართული ოცნებისა“ და „ალტ-ინფოს“ ერთმანეთის მსგავსი განცხადებები, როდესაც საქმე უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას ეხება. „ალტ-ინფოს“ წამყვანებმა საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან არ შეერთების გამო. „ალტ-ინფოს“ წამყვანებმა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როდესაც მედიაში მისი და სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის აუდიო-ჩანაწერები გავრცელდა. „ალტ-ინფოს“ გუნდი ამ ინფორმაციას მიესალმა და რუსეთთან სავაჭრო თუ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გააქტიურება მოითხოვა. საანგარიშო პერიოდში „ალტ-ინფოს“ წამყვანები, რომლებიც ამავე დროს ღიად პროკრემლისტური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები არიან, აქტიურად აკეთებდნენ რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს, ახდენდნენ კრემლის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის ნორმალიზაციას და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ. საგულისხმოა, რომ 2022 წლის 24 მარტს საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფოს“ საქმიანობაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, თვალშისაცემია საქართველოში ღიად პრორუსული და ულტრამემარჯვენე განწყობებით ცნობილი პოლიტიკური ძალების გააქტიურება რუსეთთან ურთიერთთანამშრომლობის „გაღრმავების“ მიმართულებით",- წერია ანგარიშში. ცნობისთვის, DRI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში წარმოადგენს სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგს, რომელშიც გაანალიზებულია 2022 წლის მარტი-აპრილის პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ულტრამემარჯვენე მედია საშუალებების და ღიად პრორუსული პოლიტიკური აქტორების გზავნილები და მანიპულაციური დისკურსის ძირითადი ტენდენციები.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)