01:29 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 17:28:02, 1326 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირში მყოფი ალინა კაბაევა ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში მოხვდება

ევროკავშირი  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირში მყოფი ალინა კაბაევასთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

 როგორც ცნობილია, კაბაევა „ნაციონალური მედია ჯგუფის" ხელმძღვანელია.ჰოლდინგი წილებს თითქმის ყველა ძირითად რუსულ მედიასაშუალებაში ფლობს. 

 "კაბაევა ხელმძღვანელობს სამთავრობო პროპაგანდას, იგი მხარს უჭერს ქმედებებს,რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას,"- ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტებში.

ევროკავშირის წარმომადგენლები მუშაობენ სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც ასევე მოიცავს რუსული ნავთობის ემბარგოს.როგორც ცნობილია, კრემლმა არაერთხელ უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი რომანტიკულ ურთიერთობაშია კაბაევასთან ან შვილები ჰყავს მასთან. კაბაევა ოლიმპიური ოქროს მედალოსანია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics