06:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 09:42:27, 1539 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსმა ოკუპანტებმა, ავიაციის მხარდაჭერით, აზოვსტალზე თავდასხმა გაანახლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქი მარიუპოლი  აგრძელებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირებას, თუმცა “აზოვსტალის” ზოგიერთ რაიონში, თვითმფრინავების მხარდაჭერით, რუსმა ოკუპანტებმა შეტევა განაახლეს.

გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მტრის თერთმეტი თავდასხმა მოიგერიეს, განადგურდა რვა ტანკი, თერთმეტი ერთეული ჯავშანტექნიკა და მტრის მანქანების ხუთი ერთეული.

ასევე ნათქვამია, რომ პოპასნას მიმართულებით ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო პოპასნას დასახლებაზე სრული კონტროლის დამყარებაზე და ლიმანისა და სივერსკის დასახლებებზე შეტევის განახლებისათვის. 

ცნობისთვის, 4 მაისს, აზოვის პოლკის მეთაურმა, ლეიტენანტმა პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ აზოვსტალში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ მარიუპოლის დამცველები აგრძელებენ თავის დაცვას.

მისი თქმით, უკვე მეორე დღეა, რაც მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შედეგადაც იქ მძიმე სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობს.

5 მაისს აზოვმა აღნიშნა, რომ სისხლიანი ბრძოლები რუს დამპყრობლებთან სამი დღე აქტიურად მიმდინარეობდა, რაც კვლავ არღვევდა დაპირებას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

ამ განცხადებიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხდა, რომ სამხედროებმა აზოვსტალის ქარხანაში რუსული ჯარები "უკუაგდეს". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics