01:37 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 14:16:32, 5598 ნახვა

ეკონომიკა
არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები გამოვლინდა

რუსეთის მოქალაქე ა.ი.-მ საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“ 4250,49 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადა.

 შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საერთო წონით 101,13 გრამი არადეკლარირებული საქონელი მგზავრის ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10  ნაწილის თანახმად, პირს, სანქციის სახით  4250,49 ლარის  ოდენობით ფულადი  ჯარიმა შეეფარდა.
თბილისის აეროპორტი, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით  182,02 გრამი, აღმოჩნდა საბაჟო პროცედურებისას საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის ბარგშიც.

საქართველოს მოქალაქე ა.მ. შეეცადა, კანონის გვერდის ავლით, 5 ცალი საყურე, 4 ცალი ბეჭედი, 26 ცალი კულონი და 45 ცალი ჯვარი შემოეტანა. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 12143  ლარი.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10  ნაწილის თანახმად პირს, სანქციის სახით,  12143  ლარის  ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics