01:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-30 13:06:47, 1880 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - დონბასში ოკუპანტების მიერ ნაპოვნი უკრაინის სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმა, შესაძლოა პროვოკაცია იყოს

დონბასში რუსმა ოკუპანტებმა აღმოაჩინეს რამდენიმე კონტეინერი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით. შესაძლოა ამას პროვოკაციები მოჰყვეს,- ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს 100%-ით დადასტურებული ინფორმაცია, რომ მათ აღმოაჩინეს რამდენიმე კონტეინერი ჩვენი სამხედროების ტანსაცმლით. როგორ გამოიყენებენ მათ შემდგომ, წინასწარ ვერ ვიტყვით, რა სახის პროვოკაციებისთვის არიან ისინი მზად“, - განაცხადა გაიდაიმ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა რუსეთის ფედერაციის საზღვართან უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაციების შესახებ, რომ მტერი პერიოდულად დაბომბავს პოზიციებს და სოფლებს სასაზღვრო ზონაში, რათა უკრაინული ჯარები არ გადავიდნენ აღმოსავლეთის მხარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics