19:52 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 09:39:15, 1067 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი: უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ ისე, რომ არ გვაქვს ნატო-ს ქოლგა და ქვეყანაში რუსეთის ჯარები იმყოფება

„როდესაც მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან არის პირდაპირ მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ გავატარებთ, ვინაიდან ეს არის მთავარი რისკი, არა მარტო ჩვენი, არამედ მოლდოვის - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ გადაცემაში „დღის თემა“ .

მისი თქმით, საქართველო და მოლდოვა ფაქტობრივად  ერთნაირ მდგომარეობაშია.

"ჩვენ ვართ ორი უნიკალური ქვეყანა, რომლებსაც უსაფრთხოების კუთხით არ აქვთ ნატო-ს ქოლგა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც სანქციების, თუ პოლიტიკური განცხადების კუთხით არიან ჩართული სოლიდარობის გამოხატვაში უკრაინის მიმართ. ჩვენ, ორი ქვეყანაომ არ გვაქვს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა; ისე, რომ არ გვაქვს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის, თუ უსაფრთხოების და თანადგომის ქოლგა; ისე, რომ ორივე ქვეყანაში იმყოფება რუსეთის რეგულარული ჯარები ოკუპაციის სახით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ და მხარს ვუჭერთ მას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics