19:52 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 11:29:10, 1317 ნახვა

პოლიტიკა
ლიზ თრასი: მეორედ მსგავს შეცდომას არ დავუშვებთ - უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოსა და მოლდოვასაც ექნებათ საკმარისი შესაძლებლობები

მსოფლიოს მეტი უნდა გაეკეთებინა ომის თავიდან ასაცილებლად, მეორედ მსგავს შეცდომას არ დავუშვებთ, - ამის შესხებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც თრასმა აღნიშნა, საჭიროა დარწმუნდნენ, რომ უკრაინის გარდა, საქართველოსა და მოლდოვასაც ექნებათ საკმარისი შესაძლებლობები და გამძლეობა, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და შეინარჩუნონ თავისუფლება. 

"ჩვენ  უკრაინის მაგალითიდან უნდა ვისწავლოთ. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას შეიარაღება ომის დაწყებამდე გაუგზავნა, მაგრამ მსოფლიოს მეტი უნდა გაეკეთებინა ომის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მეორედ მსგავს შეცდომას არ დავუშვებთ. ზოგი თვლის, რომ მძიმე იარაღი არ უნდა მივაწოდოთ, რადგან ამან შეიძლება უფრო დიდი პროვოკაცია გამოიწვიოს, მაგრამ ახლა სიმამაცის დროა და არა სიფრთხილის.  

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის გვერდით, საქართველოსა და მოლდოვასაც ექნებათ საკმარისი შესაძლებლობები და გამძლეობა, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და შეინარჩუნონ თავისუფლება". - განაცხადა ლიზ თრასმა. 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics