00:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 11:28:14, 1788 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი ევროპის შანტაჟისთვის არა მხოლოდ ენერგორესურსებს, არამედ ნებისმიერი სახის ვაჭრობას იყენებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსეთი ევროპის შანტაჟისთვის ენერგორესურსებს იყენებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი იარაღად განიხილავს არა მხოლოდ გაზს, არამედ ნებისმიერ ვაჭრობას და უბრალოდ ელოდება იმ მომენტს, როდესაც ამა თუ იმ სავაჭრო ზონის გამოყენებას შეძლებს.

ამასთან ერთად რუსეთის გადაწყვეტილებამ შეწყვიტოს გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში, აჩვენა, რომ „ევროპაში ვერავინ იმედოვნებს რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნებას,“- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთი გაერთიანებულ ევროპას სამიზნედ მიიჩნევს და კონტინენტზე რაც უფრო ადრე შეთანხმდება ყველა, რომ ვაჭრობის საკითხზე რუსეთზე დამოკიდებულები ვერ იქნებიან, მით უფრო მალე მიიღწევა სტაბილურობა

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ბულგარულ „ბულგარგაზსა“ და პოლონურ PGNiG-ს გაზის მიწოდება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც მათ უარი განაცხადეს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics