|
2022-04-26 12:06:05, 1329 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანა, სინამდვილეში, მისი გათავისუფლების კამპანიის ნაწილია
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა არის კამპანიის ნაწილი, რათა საპატიმროდან გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. მისივე თქმით, ყველა მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სათანადო სამედიცინო მომსახურება და ეს უზრუნველყოფილია ქართულ ციხეებში. „პირველ რიგში, ყველა მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სათანადო სამედიცინო მომსახურება და ეს უზრუნველყოფილია ქართულ ციხეებში. ყველა მსჯავრდებულს მისი სტატუსის მიუხედავად, სათანადო სამედიცინო მომსახურება აქვს. მეორე, მთელი ეს კამპანია - მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის, სინამდვილეში, თავი არავინ უნდა მოიტყუოს, მითუმეტეს საზოგადოებას ასე რომ ატყუებენ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა დეზინფორმაციულ კამპანიაზე დაფუძნებული ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი ეს კამპანია კამპანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა აირიდოს სასჯელი, რომელიც მას მიუსაჯა მართლმსაჯულებამ იმის გამო, რომ მან დეპუტატი სიკვდილამდე აცემინა და იმისთვის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, რაც სტრასბურგის სასამართლომაც თქვა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)