05:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 01:44:51, 3086 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა

BBC-ის თანახმად, ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო.

გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხმათა 58.2 პროცენტით იმარჯვებს, მის კონკურენტ მარინ ლე პენს კი ხმათა 41.8 პროცენტი აქვს. წინასწარი მონაცემების თანახმად, საფრანგეთს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ემანუელ მაკრონი უხელმძღვანელებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბოლო კვირაში ჩატარებულ გამოკითხვებთან შედარებით, ემანუელ მაკრონს უფრო დიდი უპირატესობა აქვს, თუმცა სხვაობა 2017 წლის არჩევნებთან შედარებით, უფრო მცირეა, როდესაც ემანუელ მაკრონმა ხმების 66.1 პროცენტი მიიღო, მარინ ლე პენმა კი 33.9 პროცენტი.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად პირველად 2017 წელს აირჩიეს. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. პირველ ტურში ხმათა 50 პროცენტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. შედეგად, არჩევნების მეორე ტური საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტს, ცენტრისტ ემანუელ მაკრონსა და მის კონკურენტს, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს შორის დაინიშნა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics