20:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 10:47:58, 1228 ნახვა

პოლიტიკა
დენისოვა - მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარება. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

მისივე თქმით, მსოფლიო თანამეგობრობამ, რეაგირება უნდა მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე.

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაიცვან საერთაშორისო სამართალი -კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის მიხედვითაც, არავინ უნდა იყოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის ობიექტი. სასამართლო დარბაზში მიხეილმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგებით, სურს აქ ყოფნა და გმირი უკრაინელი ხალხის დახმარება. 

მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე"- წერს დენისოვა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებამდე დაბრუნდა, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა, რამაც ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესები გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics