|
2022-04-21 11:57:37, 1045 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფო
საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფო. ეს არის ის, რაზეც ოცნებობდნენ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და სხვა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეები. ამაზე ოცნებობდნენ ჩვენი გმირები, რომლებმაც საქართველოს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს. ამაზე ოცნებობს თითოეული ქართველი, რომლისთვისაც სიტყვა სამშობლო ძვირფასი და ღირებულია - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავრცელდა. „ქართული ოცნება ჩვენთვის ორ უმთავრეს მიზანშია გამოხატული: პირველი - ეს არის ერთიანი საქართველო, საქართველო, რომელიც მშვიდობიანი გზით იბრუნებს არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, არამედ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებსაც. ეს არის საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს ერთმანეთისადმი სიყვარული. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ოცნება ერთიან საქართველოზე აუცილებლად ახდება; მეორე - ეს არის საქართველო კეთილდღეობის ევროპული ხარისხით, საქართველო, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში და ყველა ოჯახი ცხოვრების ღირსეული პირობებით არის უზრუნველყოფილი. დღეს, საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხი ეკონომიკის განვითარების ხარისხს მნიშვნელოვნად უსწრებს წინ, ასეთ დროს კი, საზოგადოებისთვის დემოკრატიასაც ნაკლები ფასი აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით 2021-27 წლებში მსოფლიოში მესამე, ევრაზიის კონტინენტზე კი - პირველი ქვეყანა იქნება. 2027 წლისთვის, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 9,200 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის, იმავე ტენდენციით, 12,500 დოლარს გადააჭარბებს, რითაც საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს. აქედან ჩანს, რომ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მინიშნება 2030 წელზე კონკრეტულ გათვლებზე იყო დაფუძნებული და ამ გათვლებს მყარი რაციონალური საფუძველი ჰქონდა. საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფო. ეს არის ის, რაზეც ოცნებობდნენ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და სხვა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეები. ამაზე ოცნებობდნენ ჩვენი გმირები, რომლებმაც საქართველოს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს. ამაზე ოცნებობს თითოეული ქართველი, რომლისთვისაც სიტყვა სამშობლო ძვირფასი და ღირებულია. გვჯერა, რომ ქართული ოცნება ერთიან და ძლიერ საქართველოზე აუცილებლად ახდება.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)