|
2022-04-21 11:52:07, 852 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულ ოცნება“ - არასოდეს გადაგვიხვევია უმთავრესი პრინციპებიდან, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას უდევს საფუძვლად
„ქართულ ოცნებას“ არასოდეს გადაუხვევია უმთავრესი პრინციპებიდან, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას უდევს საფუძვლად. ესენია - ღირსება, თავისუფლება და სოლიდარობა, პატრიოტიზმი და ეკლესიის პატივისცემა, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მადლობას ვუხდით პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სწორედ ამ პრინციპებზე დააფუძნა ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა და ამით შექმნა მყარი საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული გარდატეხისა და საქართველოს ღირსეული განვითარებისათვის“ - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. „პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. თვისებრივად გაიზარდა ნატოსთან თავსებადობის ხარისხი, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი თანმიმდევრული წინსვლის ლოგიკური გაგრძელებაა ოფიციალური განაცხადის წარდგენა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ შედეგებისა, რომელიც ჩვენმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს 2012 წლის შემდეგ მოუტანა. ბუნებრივია, მიღწევებთან ერთად, იყო არაერთი შეცდომა და ხარვეზი. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, „ქართულ ოცნებას“ არასოდეს გადაუხვევია უმთავრესი პრინციპებიდან, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას უდევს საფუძვლად. ესენია - ღირსება, თავისუფლება და სოლიდარობა, პატრიოტიზმი და ეკლესიის პატივისცემა, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მადლობას ვუხდით პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სწორედ ამ პრინციპებზე დააფუძნა ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა და ამით შექმნა მყარი საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული გარდატეხისა და საქართველოს ღირსეული განვითარებისათვის“ - ნათქვამია განცხადებაში.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)