|
2022-04-20 10:44:10, 1024 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს არტურ დავთიანს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს არტურ დავთიანს შეხვდა. შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი და საქართველოსა და სომხეთის პროკურატურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ არტურ დავთიანს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისთვის და აღნიშნა, რომ სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებით, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით. ამასთან, ირაკლი შოთაძემ არტურ დავთიანი თბილისში, სექტემბერში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია. როგორც სომხეთის გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე აღნიშნა, ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას იძლევა დროულად მოგვარდეს სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და ექსტრადირებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის პროკურატურების საერთო ხედვა დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. „არტურ დავთიანმა ირაკლი შოთაძეს და საქართველოს პროკურატურის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მოწვევის მიღებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, გენერალური პროკურორების შეხვედრები განგრძობად და მუდმივ ხასიათს მიიღებს,“- ვკითხულობთ განცხადებაში. შეხვედრაზე მხარეებმა სომხეთსა და საქართველოში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, მათ შორის მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხებზე და საზღვრის უკანონო გადაკვეთის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში, არტურ დავთიანმა და ირაკლი შოთაძემ სომხეთსა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში კონკრეტული ღონისძიებების პროგრამის შემუშავებას, გამოცდილების გაზიარებას და პროკურორთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ითვალისწინებს.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)