10:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 13:06:04, 2769 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონის ქალაქ კრემენნაიაზე კონტროლი აიღეს

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონის ქალაქ კრემენნაიაზე კონტროლი აიღეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი გაიდაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია აღარ არის შესაძლებელი.

"დამპყრობლებმა აიღეს კონტროლი კრემენნაიაზე! ბრძოლები გრძელდება. ქალაქიდან ევაკუაცია აღარ არის შესაძლებელი. ხალხი გამოჰყავთ სევეროდონეცკიდან, ლისიჩანსკიდან, პოპასნაიადან, გორნიდან და რუბიჟნედან. იზრუნეთ თქვენს შვილებზე", - განაცხადა გაიდაიმ.

ერთი დღით ადრე გაიდაიმ თქვა, რომ რუსი დამპყრობლები შევიდნენ ქალაქ კრემენნაიაში.

მანამდე გაიდაიმ განაცხადა, რომ კრემენნაიას საარტილერიო დაბომბვა 17 აპრილს დღის განმავლობაში გაგრძელდა, ღამით გახშირდა და ძლიერი გახდა. ხანძარი შვიდ საცხოვრებელ კორპუსს, სამეურნეო შენობას გაუჩნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics