|
2022-04-15 10:19:32, 1062 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“ - ეს არის ომის და ღალატის პარტია, ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ და ამით თავის ქვეყანას ღალატობენ
ეს არის ომის და ღალატის პარტია, ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ და ამით თავის ქვეყანას ღალატობენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძეემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია იმ პარტიაზე, რომელმაც, როდესაც საქართველოში ომი იყო, თავის სამხედრო მოსამსახურეებს ომის დანაშაული დააბრალა და ომის დანაშაულის მტკიცებულება რუსეთის სასარგებლოდ გადამალა. „ეს არის ომის და ღალატის პარტია, ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ და ამით თავის ქვეყანას ღალატობენ. საუბარი გვაქვს იმ პარტიაზე, რომელმაც, როდესაც საქართველოში იყო ომი, თავის სამხედრო მოსამსახურეებს დააბრალა ომის დანაშაული და სინამდვილეში ვინც ომის დანაშაულის ჩამდენი იყო და ამის მტკიცებულება არსებობდა - ისკანდერის ნაწილები, ეს ისკანდერის ნაწილები გადამალეს და შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლების მოსაძიებელი გახდა ეს ყველაფერი. თვითონ დააბრალეს ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული და ომის დანაშაულის მტკიცებულება რუსეთის სასარგებლოდ გადამალეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)