|
2022-04-12 17:02:55, 1190 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ არ დაუშვეს ბრიფინგზე „ალტ-ინფო“
საქაართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს ინფორმაციას, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე, ძალადობრივი ტელევიზია „ალტ-ინფო“ არ დაუშვეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ადმინისტრაციაში განუცხადეს, ღონისძიებაზე არ დაშვების მიზეზი „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებია. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ალტ-ინფოს ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ალტ-ინფო გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში. შეგახსენებთ, რომ პრორუსულმა და ძალადობრივმა პლატფორმა „ალტ-ინფომ“ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგზე ადმინისტრაციამ დასასწრებად მედიააკრედიტაცია არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)