01:01 - 26 Jul, 2026
|
2022-04-11 18:14:27, 1282 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ევროპარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. – ამის შესახებ ინფორმაციას თავიდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საგარეო ქმედებათა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებს დღეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. მხარეებმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები, თავდაცვის რეფორმები და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთ-უკრაინის ომზე. თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციამ ასევე მოინახულა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)