|
2022-04-09 22:40:46, 1854 ნახვა
პოლიტიკა
ბორის ჯონსონი - ყოველ კვირას გავამკაცრებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს
პარტნიორებთან ერთად, გავზრდით ეკონომიკურ ზეწოლას, ყოველ კვირას გავამკაცრებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, კიევში განაცხადა. ამასთან, ბორის ჯონსონის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გაუწევს. „არ შემოვიფარგლებით ოლიგარქების წინააღმდეგ აქტივების გაყინვით ან სანქციებით. ასევე ვიმოქმედებთ რუსეთის უნარზე, გამოიყენოს თავისი ენერგორესურსები. დიდი ბრიტანეთი უკრაინას ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გაუწევს. უკრაინამ, ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, უკან დახია რუსული ჯარები კიევიდან და 21-ე საუკუნის უდიდესი სამხედრო ღვაწლი შეასრულა. პრეზიდენტ ზელენსკის თავდაჯერებული ხელმძღვანელობისა და უკრაინელი ხალხის დაუძლეველი გმირობისა და გამბედაობის წყალობით, პუტინის ამაზრზენი გეგმები ახლა ჩაიშალა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)