01:01 - 26 Jul, 2026
|
2022-04-09 11:07:58, 1499 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 9 აპრილი შეგვახსენებს, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 9 აპრილი შეგვახსენებს, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა. „დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, მათ ხსოვნას. ეს არის პირველ რიგში ტრაგიკული დღე, გარდა ამისა, ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა. ჩვენი ვალია, სწორედ ამ გმირების, მათი ხსოვნის წინაშე, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს - ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)