01:01 - 26 Jul, 2026
|
2022-04-08 23:10:13, 1869 ნახვა
პოლიტიკა
ბაიდენი - სადგურზე თავდასხმა რუსეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი შემაძრწუნებელი სისასტიკეა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა. "უკრაინის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკეა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა, დაბომბა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობდნენ ევაკუაციას და უსაფრთხო ტერიტორიაზე გასვლას. გავაგრძელებთ დახმარებას უსაფრთხოებასა და იარაღის მიწოდებაში, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავისი ქვეყნის დაცვაში. და, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, მხარს დავუჭერთ ამ თავდასხმის გამოძიების მცდელობებს, რუსეთის ქმედებების დოკუმენტირებასა და მართლმსაჯულების წინაშე დაყენებას",- წერს ჯო ბაიდენი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)